ფრანგული მედია იტყობინება, რომ TAV Airports Holding-ი ცენტრალური აზიის ბაზარზე გეგმავს შესვლას. იმედია, ის მაინც მოვახერხეთ და გაგაგებინეთ, რომ საქართველოში მოქმედი ორი აერპორტის მმართველი კომპანია ტავი სწორედ ამ ჰოლდინგის ნაწილია. კომპანიის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, TAV-ი ყაზახეთის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქის, ალმათის (წარსულში ალმა-ათა) საერთაშორისო აეროპორტის შეძენას გეგმავს.