მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Georgia - ბათუმის აეროპორტი გაფართოების ინვესტიციას $17 მლნ-მდე ზრის

BM.GE
21.07.20 00:36
839
TAV Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფაერთოების პროექტის საერთო საინვესტიციო თანხას 17 მილიონ დოლარამდე ზრდის - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.TAV Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე ნათქვამია, თუ რა სამუშაოები განხორციელდა გაფართოების პროექტის ფარგლებში. მათ შორის სამგზავრო ტერმინალში სახანძრო უსაფრთხოების ახალი სისტემების მოწყობა. TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თეა ზაქარაძის ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის ინვესტიციის საწყისი მოცულობა 10-12 მლნ დოლარს შეადგენდა, რომლის მოცულობა თავდაპირველად 14 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება. გაფართოების შემდგომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 - 1 500 000 მგზავრს მოემსახურება.