მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი - ჯაზფესტივალების ჩატარების თარიღი

BM.GE
16.06.21 13:07
709
2021 წლის ზაფხულიც Tbilisi Open Air / AlterVision-ის გარეშე ჩაივლის. ფესტივალებით ძირითადად რეგიონები იქნება დატვირთული, სადაც სივრცე დიდია და შედარებით ნაკლები მსმენელით, ვიდრე ეს მაგალიტად თბილისში მოხდებოდა. ისე, არც ისე ცუდად გვაქვს დედაქალქშიც საქმე, კიარადა, ძალიან კარგი ამბები ტრიალებს. 6-8 ივლისს თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი. რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალის პირველ კონცერტს, 6 ივლისს სწორედ მუზეუმის ეზო უმასპინძლებს.


სტუმრები: გიორგი კერესელიძე - "ისთერ პრომოუშენის" დირექტორი;
მარიამ თავბერიძე, “თიბისი კონცეპტი” მარკეტინგის ლიდერი.