მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიის სხდომა - რატომ არ იხსნება ელიავას ბაზრობა?

BM.GE
20.05.20 14:21
1310
რატომ არ იხსნება ელიავას ბაზრობა? თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ელიავას ბაზრობის დახურვა კორონავირუსს არ უკავშირდება. როგორც ბითაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ელიავას ბაზრობის განვითარებასთან დაკავშირებით მერია გენერალურ გეგმას ამზადებს და მისი მეპატრონეები ამ საკითხში ჩართული არიან. გარდა ამისა, დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ხვალიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება დაიწყება. როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ასევე სრულდება მუშაობა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობდა.