29.ოქტომბერი .2020 10:13

თეგეტა მოტორსი 25 წლისაა

უკან

„თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც დღეს 18 კომპანიას აერთიანებს - და 25 წლიან მონაგარში კომპანიაზე ეს რიცხვი ყველაზე ცოტას ამბობს. 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი მცირე ზომის მაღაზიით იყო წარმოდგენილი, დღეისათვის უკვე საერთაშორისო კომპანიაა და მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში აქვს. კომპანია აერთიანებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე სამშენებლო ტექნიკის მომსახურების სრულ სპექტრს. საქართველოს მასშტაბით კომპანიის 26 ფილიალი ემსახურება 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორატიულ მომხმარებელს.

ევროპული სარეიტინგო კომპანია SCOPE-ის შეფასებით, „თეგეტა მოტორსის“ რეიტინგი BB- კატეგორიით და სტაბილური ხედვით შეფასდა (Outlook Stable). კომპანიის მაღალი საკრედიტო რეიტინგი განისაზღვრა ჯანსაღი ფინანსური რისკის პროფილით (BB), მაღალი ოპერაციული ეფექტიანობით (BB-) და დაბალი ბიზნეს რისკის მიმართულებით (BB-). ევროპული სარეიტინგო კომპანია „თეგეტა მოტორსს“ ბაზრის ლიდერად აფასებს, რაც გამყარებულია ჯგუფის ძლიერი პოზიციებით როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. „თეგეტამ“ ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალეობის ჯილდო მიიღო. „თეგეტა მოტორსი“ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც გავლენიანი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგი 2017 წელს მოიპოვა და 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური პოზიცია და საკრედიტო რეიტინგშ 3 საფეხურით დაწინაურდა.

სტუმრები: ვახტანგ კაჭარავა - თეგეტა მოტორსის ფინანსური დირექტორი;
თორნიკე გურული - თეგეტა მოტორსის მარკეტინგის დირექტორი