მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი დაზღვევის ორგანიზებით HR-ებისთვის ივენთი გაიმართა - ადამიანების მენეჯმენტი | 360°

BM.GE
19.05.23 13:49
205
თიბისი დაზღვევის ორგანიზებით, გუშინ საღამოს HR-ებისთვის ივენთი ჩატარდა ადამიანების მენეჯმენტი | 360°. ღონისძიებაზე 250-მდე წამყვანი HR სპეციალისტი სხვადასხვა კომპანიიდან იყო მიწვეული. სპიკერებმა ისაუბრეს თემებზე, თუ რატომ არის მენტალური ჯანმრთელობა ორგანიზაციული კულტურის ქვაკუთხედი, როგორია სოციალური ბენეფიტების როლი მოტივაციასა და პროდუქტიულობაში, როგორია მონაცემებზე დამყარებული ადამიანების მენეჯმენტი და ანალიტიკა. ივენთის მიზანი იყო HR მენეჯმენტის 360 გრადუსით განხილვა, ეს არ იქნება ერთჯერადი და თიბისის გუნდი ღონისძიების რეგულაურად ჩატარებას გეგმავს. ასევე გუშინდელ შეხვედრაზე, თიბისი დაზღვევამ წარადგინა დაზღვევის ახალი პროდუქტი - "ჯანმრთელობა 360°", რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. რას მოიცავს ახალი პროდუქტი და რა შესაძლებლობა შექმნა თიბისი დაზღვევამ?