მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალის მეშვეობით სს ნიკორამ 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

BM.GE
23.10.19 10:16
1027
„ნიკორა ტრეიდის“ 25 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოშვების შემდეგ, გუშინ სს ნიკორამ თიბისი კაპიტალის მეშვეობით კიდევ 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ობლიგაცია ქართულ ბაზარზე, რომელიც თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე იქნება მიბმული, რაც TIBR-ის პოპულარიზაციას და მის ქართული კაპიტალის ბაზარზე დამკვიდრებას ისახავს მიზნად.