მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისიმ აგრობიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

BM.GE
15.03.23 11:48
167
სტატიაში საუბარია:
საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, თიბისი, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავს, სადაც ადგილობრივ ფერმერებს სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა საბანკო პროდუქტები და სახელმწიფო პროგრამებია მათთვის ხელმისაწვდომი. ღონისძიებები მარტსა და აპრილში პანელური დისკუსიების ფორმატშია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას, თიბისისთან ერთად, პარტნიორებიც მიიღებენ სოფლის განვითარების სააგენტოდან, „აწარმოე საქართველოდან“ და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამიდან. ვისთვის არის ეს შეხვედრები და რა ინფორმაცია იქნება? 

სტუმრები: შოთა გონგლაძე - თიბისის სახელმწიფო პროექტების მართვის ხელმძღვანელი;
თეო ბაბუნაშვილი - სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სამმართველოს უფროსი.