13.დეკემბერი .2019 10:41

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტი - "ნატა ბუაჩიძის სტუდია"

116
უკან

“ბევრი წლის წინ ჩვენ სულ რამოდენიმე ვიყავით: მე (ნატა ბუაჩიძე) და მეგობრების ბავშვები და ჩვენი მოგზაურობა დაიწყო. ჩემთვის ეს მხოლოდ გართობა იყო თავისუფალ დროს, რომელიც გამიგრძელდა და მიმახვედრა, რომ ეს ბედნიერება გადამდებია, რის შედეგადაც 2010 წელს დავრეგისტრირდით კომპანიად და შეიქმნა თავისუფალი სივრცე, სადაც სწავლება მიმდინარეობს ლაღად, მხიარულად და თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით.” - ასე იწყება თიბისის ბიზნეს დაჯილდოვების კიდევ ერთი ფინალისტის ისტორია 9 წლის წინ და დღეს ისინი 17 დეკემბრის ღონისძიებაზე გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოსთვის იბრძვიან. აქ შეცდომები მოსულა და რაც მთავარია სწავლა ბედნიერებაა. ეს ნატა ბუაჩიძის სტუდიაა, რომელის სტუდიაშიც დღეს სტუდიაში 500-მდე მოსწავლეა, 50 მდე ჯგუფი, 23 საგანი და 20 მასწავლებელი. ბიზნესი წარმატებებით და საყვარელი საქმე აღიარებებით ასეთია შორიდან ნატა ბუაჩიძის სტუდია, როგორია მუშაობის პროცესი და მიზნები?

სტუმრები: ნატა ბუაჩიძე - "ნატა ბუაჩიძის სტუდია", დამფუძნებელი, ხატვის მასწავლებელი;
თამრიკო მელიქიშვილი - "ნატა ბუაჩიძის სტუდია", ხატვის მასწავლებელი;
თამუნა ხელაშვილი - "ნატა ბუაჩიძის სტუდია", მხიარული სოლფეჯიოს და მხიარული მათემატიკის მასწავლებელი