16.ნოემბერი .2021 23:28

ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალს „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა

155
უკან

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულებაა ევექსის ჰოსპიტალურ ქსელში, რომელსაც „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო ცენტრში დასაქმებული პერსონალის 80% უკვე ვაქცინირებულია. ერთგვარი სამედიცინო გამოწვევა ვაქცინაციის მხარდაჭერას ემსახურება და ჰოსპიტლებში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი ენიჭება ქსელში შემავალ ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომლის თანამშრომელთა მინიმუმ 80%-ია აცრილი. მინიმალური ზღვარი უკვე გადალახა და მწვანე ჰოსპიტლის სტატუსი მიენიჭა შემდეგ სამედიცინო ცენტრებს: ფოთის ჰოსპიტალი (91%), ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა (82%) და მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი (84%).