21.ოქტომბერი .2022 09:51

ტურიზმი - “თიბისი კაპიტალის” მიმოხილვა

155
უკან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურებიდან ქვეყანამ 375,615,194 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +17.9%-ით აჭარბებს. წელს 9 თვეში, საერთაშორისო მოგზაურობიდან ქვეყანამ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ამ შემთხვევაში 2019 წელთან შედარებით აღდგენა 97.5%-იანია. 

თუ შემოსავლებში აღდგენა თითქმის 100%-ს უტოლდება რაოდენობრივად პანდემიამდელ მაჩვენებლებს ჯერ შედარებით ჩამოვრჩებით. მონაცემები შემოსავლებთან დაკავშირებით ტურიზმის ადმინისტრაციამ გუშინ განაახლა, კონკრეტულ რიცხვებთან ერთად როგორია ტურიზმის აღდგენის დინამიკა და რის ხარჯზე გვაქვს შედეგები? 

სტუმარი: ირინა კვახაძე - "თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსი;