17.მაისი .2022 12:52

ტურიზმის აღდგენით საქართველომ თურქეთზე და სომხეთზე ცუდი შედეგი აჩვენა - PMC

164
უკან

2021 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის აღდგენა დაბალი იყო როგორც ევროპის, ასევე ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ აღემატებოდა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში მილიონ 577 463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 31%-იანი აღდგენის მაჩვენებელია. ამას გარდა, შერჩეულ საერთაშორისო საორიენტაციო ქვეყნებს შორის, საქართველომ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით კი, ტურისტების რაოდენობის აღდგენის მიხედვით, საქართველომ თურქეთსა და სომხეთზე უარესი შედეგი აჩვენა, მაგრამ აზერბაიჯანზე უკეთესი.

სტუმარი: გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი;