მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროექტი

BM.GE
19.09.19 12:42
678
გაატარე ზაფხული საქართველოში- ამ კამპანიამ ბევრი აიყოლია და კარგი შედეგებიც დადო. საქსტატის მონაცემების მიხედვით, წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 449.3 ათასით განისაზღვრა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 25.0 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 18.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 13.1 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (50.3 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 276.5 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 215.7 ათასი ვიზიტი თვეში).

2019 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 118.0 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 9.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 12.4 ლარით და 106.1 ლარს უტოლდება.

სტუმრები: ირინე პეტრიაშვილი - სს “ნენსკრა ჰიდრო”, საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი;
მარიკა ომანიძე - "Area.ge", კონტენტის მენეჯერი