02.ივლისი .2020 18:17

თურნავა: ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ბილეთებს ჩვენთან შეუთანხმებლად ყიდის

213
უკან

ახორციელებს თუ არა “ჯორჯიან ეარვეისი” სამოქალაქო ავიაციის საგენტოსთან შეუთანხმებლად ფრენებს?! განცხადება, რომ ქართული ავიაკომპანია ბილეთებს ძალიან ძვირად ყიდის და შეუთანხმებლად ასრულებს რესებს, ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. მალევე ნათია თურნავას, “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალურმა დირექტორმა უპასუხა და თქვა, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი და ყველა რეისი რომელსაც ავიაკომაპნია ასრულებს შესაბამის უწყებასთან შეთანხმებულია. ეკონომიკის მინისტრი, ასევე მიიჩნევს, რომ მთავრობამ ჩარტერული რეისები სხვა კომპანიებსაც უნდა დაუკვეთოს.