მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის სუბსიდირების პროგრამა დაიწყო - რა როლი აქვთ კადასტრის ოფიცრებს?

BM.GE
14.11.22 17:38
374
თხილის კადასტრის შექმნისთვის სახელმწიფომ 150 კადასტრის ოფიცერი გადაამზადა - ამის შესახებ BM.GE-ს სოფლის მეურნეობის სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თხილის პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ განუცხადა. თხილის კადასტრის შექმნისთვის ფერმერების რეგისტრაცია დაწყებულია და ის 2023 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. კადასტრში დარეგისტრირებული ფერმერები კი მომავალი წლიდან სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამით ისარგებლებენ.

სტუმარი: ლაშა შალამბერიძეს - სოფლის მეურნეობის სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;