მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა დაინერგოს თუ არა მოტოტრანსპორტის ტექინსპექტირება?

BM.GE
21.06.22 12:15
305
ტექინსპექტირების ბიზნესს დღეს რთული პერიოდი უდგას და პრობლემებიც მრავლად აქვს. მთავარი გამოწვევები ახლა კვლავ ნაკლები მიმართვიანობა, საინფორმაციო კამპანიების არარსებობა, კანონის არასათანადო აღსრულება და ადმინისტრირებაა. დღეს რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ ნახევარი გადის ინსპექტირებას, ჭკვიანი კამერების უდიდესი ნაწილი კი, ხშირად, ჩართული არაა და არც პოლიცია აჯარიმებს მძღოლებს დარღვევის შემთხვევაში. თუმცა საწყის ეტაპზე რეფორმა შედარებით წარმატებულად ითვლებოდა. 

2019 წელს საქართველოში რეგისტრირებული მილიონ სამასი ათასამდე ავტომობილიდან თითქმის 800 ათასმა გაიარა ტექინსპექტირება. თუმცა, გარკვეულწილად პანდემიის ეფექტით, 2020-ში მიმართვიანობა შემცირდა და მხოლოდ 500 000-მდე ავტომობილმა მიმართა ცენტრებს. 2021 წელს, მართალია, მიმართვიანობა გაიზარდა და 700 ათასამდე ავტომობილი გამოცხადდა ინსპექტირებაზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა და მილიონს-ნახევარს გადააჭარბა. გარდა ამისა, კომპანია „გრინვეის“ დირექტორის, ვახტანგ ებიტაშვილის თქმით, დროა, საქართველოში მოტოტრანსპორტის ტექინსპექტირების პრაქტიკაც დაინერგოს, რადგან მათი მართვა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. 2022 წლიდან ევროკავშირში შემავალი ყველა ქვეყნისთვის მოტოტრანსპორტის ტექინსპექტირება სავალდებულო გახდა და ამ მიმართულებით ჩვენთანაც გადაიდგა პირველი ნაბიჯები. განხორციელდა არარეგისტრირებული მოტოების რეგისტრაცია. 

სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.