30.ნოემბერი .2022 09:30

UNICEF Georgia და ICC-ი თანამშრომლობას იწყებენ

129
უკან

გაეროს ბავშვთა ფონდსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიწყება ერთობლივი მუშაობა ბავშვებისთვის მხარდაჭერის მობილიზების მიზნით. ამ მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები იმუშავებენ ყველაზე დაუცველი ახალგაზრდების დასახმარებლად, რათა ისინი უკეთ მოემზადონ დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად, ხელს შეუწყობენ ბავშვთა უფლებების დაცვას ბიზნეს პრაქტიკაში, გაავრცელებენ ცოდნას პოზიტიურ მშობლობასა და კიბერ უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრებს შორის.