მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინის გამოჩენის შემდეგ ადამიანებმა შვებულების დაგეგმვა დაიწყეს

BM.GE
23.11.20 09:26
447
მას შემდეგ რაც კორონავირუსის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულ კალაპოტს, პირველი რაც აღდგენას დაიწყებს იქნება მოგზაურობა. ამის თქმის საფუძველს იძლევა 2021 წლის ზაფხულის შვებულებისთვის უკვე დაწყებული სამზადისი. ანუ მას შემდეგ რაც იმედისმომცემი ვაქცინა გამოჩნდა ბაზარზე, ადამიანებმა დაიწყეს დაგეგმვა, ბილეთების ძიება და დაჯავშნაც კი, მათ შორის უმეტესად ამერიკელები არიან და კიდევ ერთი საინტერესო ამბავია ის, რომ ფასები ბილეთებზე შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაბალი იყოს.