მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშლიჯვარი - მეწყერსაშიში ზონა

BM.GE
19.03.21 08:56
1025
თბილისში, ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერული პროცესები გააქტიურდა. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გუშინწინ გავრცელდა, რასაც საზოგადოების და სპეციალისტების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დღეს გამართულ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მეწყერული პროცესების გააქტიურება წლების განმავლობაში ამ მონაკვეთზე წარმოებული პროექტების შედეგია, რასაც თან ბუნებრივი ფაქტორებიც დაერთო. მისმა უშუალო ხელმძღვანელმა და თბილისი მერმა მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან და დაიწყება სამუშაოები, რათა გზა მალე გაიხსნას და მასზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.