მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისოლმა საქართველოში პირველი თვითმომსახურების ავტოგასამართ სადგური გახსნა

BM.GE
19.09.19 23:58
876
საწვავი 15 თეთრით ნაკლებ ფასად. ვისოლმა საქართველოში პირველი თვითმომსახურების ავტოგასამართი სადგური გახსნა. ობიექტი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირზრე იქნება განთავსებული საშუალებას იძლევა სპეციალური აპარატის მეშვეობით შეიძინოთ ვაუჩერი და თავად ჩაასხათ საწვავი თქვენს ავტომობილში. სერვისი ამერიკასა და ევროპაში ფართოდაა გავრცელებული და კომპანია იმედოვნებს, რომ საქართველოშიც დიდ პოპულარობას მოიპოვებს. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია ამ ნაბიჯით ხარჯებს შეამცირებს, კონკრეტულად ამ სადგურზე საწვავი 15 თეთრით იაფი იქნება.