საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან 76-მილიონ დოლარიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. ეს დავა 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში მიმდინარეობდა. საქართველომ ასევე წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარე კიდევ ერთი პარალელური საინვესტიციო დავა Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას $112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. ჯერჯერობით უცნობია ამ ორი განაჩენიდან რომლის აღსრულება მოუწევს საქართველოს, რადგანაც არსებული განმარტებით ორივე დავის კომპენსაცია არ იკრიბება. Inter Rao-სთან დავის საგანს სატარიფო გაუგებრობა წარმოადგენდა. ინვესტორის არგუმენტი იყო ის, რომ საქართველომ საინვესტიციო შეთანხმების და საინვესტიციო მემორანდუმის პირობები დაარღვია, რითაც მას მრავალმილიონიანი ზარალი მიადგა. ინფორმაციისთვის, Inter Rao თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია, “თელასის” აქციათა 75%-ს ფლობს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ეკუთვნის ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.
ინტერ რაოს დავა ერთადერთი არ არის , რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ 24 საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობდა, ამ დავებიდან 2 დავა სრულად საქართველოს წაგებით დასრულდა, 4-ში კი მოსარჩელე მხარესთან მორიგება გადაწყდა. ჯამურად ამ დავებში საქართველოს 47.6 მილიონი დოლარის, 9.2 მილიონი ევროს და 1.1 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა დაეკისრა. იუსტიციის სამინისტროს მოწოდებული ბოლო ინფორმაციით, ქვეყნის წინააღმდეგ 6 საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობდა, მათ შორის იყო ინტერ რაოს მიერ ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings-ის დავაც.
რამდენად აზიანებს საქართველოს ბიზნესგარემოს ინვესტორების მიერ საერთაშორისო არბიტრაჟებში სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებული დავები და რა უფრო ძვირი გვიჯდება გადასახადების გადამხდელებს - თავად წაგებული დავები თუ საინვესტიციო იმიჯის შელახვა?
სტუმარი: კახა შარაბიძე - BLB-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა სიახლე
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი