მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air - რომელ მიმართულებებზე განაახლებს ავიაკომპანია ფრენებს თავდაპირველად?

BM.GE
11.05.20 18:36
1155
1000-მდე გათავისუფლებული თანამშრომელი და მილიონობით დოლარის ზარალი, რომელიც ჯერ საბოლოოდ დათვლილი არ არის - ეს არის ავიაკომპანია ვიზეარზე კორონავირუსის ეფექტი ბოლო თვეების განმავლობაში. კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ 3%-იანი დატვირთვით მუშაობს. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს ფრენები საქართველოშიც. თუმცა, გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 1 ივლისისთვის ქვეყნის საზღვრები იხსნება. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ვიზეართან ფრენების განახლების თაობაზე. იმოქმედებს თუ არა კორონავირუსი ავიაბილეთების ღირებულებაზე?

ანდრაშ რადო - Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი