მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხედვა 2030“: რა წერია ექსპორტის დივერსიფიცირებასა და FDI-ს მოზიდვაზე?

BM.GE
23.11.22 18:48
308
რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 6.2%-ით გაიზარდა - ათ თვეში სულ 201 მლნ აშშ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული. განსაკუთრებით გაზრდილია ექსპორტი რუსეთში, სადაც ქართულმა ბიზნესმა 129 მლნ დოლარის ღვინო გაყიდა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდში 106 მლნ დოლარი იყო. ზრდა 21.6%-ია. შედეგად ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 65%-მდე გაიზარდა. როგორ უნდა დავშორდეთ რუსეთის ბაზარს და როგორ უნდა შემცირდეს საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე - ეს არის კითხვა, რომელსაც BMG ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად სვამს, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, საქართველომ ოკუპანტ ქვეყანაში იმპორტიც გაზარდა, თან რეკორდულად. BMG-ს მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია გვიერთდება პირდაპირ ეთერში - ის დილიდან კითხულობს საქართველოს განვითარების სტრატეგია 2030-ს...