მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი - UAE-ს ერთობლივი საზღვაო ფლოტი

BM.GE
18.01.23 07:47
203
ყაზახური „ყაზმუნაიგაზი“ და არაბეთის გაერთიანებული საემიროების Abu Dhabi Ports Company კასპიის და შავ ზღვებში ერთობლივ საზღვაო ფლოტს შექმნიან და სანაპირო ინფრასტრუქტურას განავითარებენ. სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მხარეებმა უკვე ხელი მოაწერეს. ამის შესახებ „ყაზმუნაიგაზის“ განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც ეკონომიკური პორტალი APA-Economics ავრცელებს.