05.დეკემბერი .2021 22:11

ზურაბ პოლოლოკაშვილი UNWTO-ს გენერალური მდივანი მეორედ გახდა

132
უკან

გასულ კვირაში, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა გაიმართა, მათ დაადასტურეს საქართველოსთვის ორი გამორჩეულად მნიშვნელოვანი და საამაყო საკითხი: ასამბლეამ ზურაბ პოლოლოკაშვილი ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით დაამტკიცა, რაზეც შესაბამისი რეკომნდაცია UNWTO-ს აღამსრულებელი საბჭოს მიმდინარე წელს უკვე გაცემული ჰქონდა, მაშინაც და 1 დეკემებრასაც ჩვენმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დიდი უპირატესობით აჯობა კონკურენტს და კოლეგების, წევრი ორგანიზაციების, ბიზნეს ლიდერების თუ გნებავთ ესპანეთის მონაქრქის პირადი მხარდაჭერითაც სარგებლობდა. წარმატებები ზურას და მის სამშობლოს, რომელიც ასევე არ მოდის ხელცარიელი მადრიდან, და ამისთვისაც მადლობა ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომ საქართველო 4 წლით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა.