მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 12 მლნ ლარის ღირებულების 7 პროექტი მიმდინარეობს

624a994289af0
მარიამ იზორია
04.04.22 19:35
488

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ, რეგიონში სამელიორაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები შეფასდა.

„სარწყავი სეზონი ახლოვდება; ადგილზე ვეცნობით იმ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას აქვს. სწორედ ამის გათვალისწინებით ხორციელდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და კეთილმოწყობის სამუშაოები. შიდა ქართლი აქტიურია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიმართულებით; გამართული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა კი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფერმერებს, გაზარდონ წარმოება“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 12 მლნ ლარის ღირებულების 7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 4000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 3 240 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.