მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედოფლისწყაროში 500 ჰა-მდე მიწის ნაკვეთების მორწყვა შესაძლებელი გახდა - პროექტის ღირებულება ₾4.5 მლნ-ია

მელიორაცია

კახეთის მოსახლეობას სამთაწყაროს მექანიკური მორწყვის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება.

„საქართველოს მელიორაციის" მიერ ჩატარებულ სამუშაოების შედეგად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ სამთაწყაროს, დამატებით, 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა გახდა შესაძლებელი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათთვის ვენახების მორწყვა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან წყლის მიყვანა თავად უწევდათ, დღეს კი, წყლის დანაკარგის გარეშე რამდენიმე ფერმერი ერთდროულად რწყავს ვენახს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 11 გამანაწილებელზე, ლითონის მილით, 24,5 კმ დახურული სარწყავი ქსელი, წყალგამშვებები, წყალაღების წერტილები და ჰიდრანტები ჭებით მოეწყო.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 4.5 მლნ ლარი. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა.

„საქართველოს მელიორაციის’’ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები