მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 იანვრიდან საქართველოში კარანტინის და იზოლაციის ვადები მცირდება

61e17fd3dcf98
ინგა მურუსიძე
14.01.22 17:55
37493
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, კარანტინის და იზოლაციის დღეები მცირდება. როგორც მან განაცხადა, ბოლო პერიოდში გამოიცა საერთაშორისო რეკომენდაციები, რომ შემცირდეს იზოლაცია/კარანტინის დღეები.

ვადები ასე განისაზღვრა:

ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის კარანტინის ვადა იქნება 8 დღე. ამასთან, სიმპტომების აღმოჩენიდან უნდა იყოს გასული 24 საათი და იზოლაციის გასვლიდან მინიმუმ 5 დღე რეკომენდებულია ნიღბის ტარება მკაცრად.

საშუალო და მძიმე შემთხვევების დროს კარანტინის ვადა არის მინიმუმ 10 დღე და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესება ბოლო 24 საათის განმავლობაში. აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე აუცილებელია ნიღბის ტარება.

რაც შეეხება კონტაქტებს, ვადა მცირდება და მსუბუქდება, თუ ეს არის ვაქცინირებული კონტაქტი, ვაქცინაციის დოზის მიღებიდან 90 დღის ვადაში კარანტინის ვადა ეხსნებათ, ანუ მათთვის კარანტინი საჭირო არ არის. რაც შეეხებათ კოვიდ-გადატანილებს, 60 დღის მანძილზე, ნიღბის მოხმარების მკაცრი მოხმარების პირობებში, კონტაქტიდან 10 დღე შეუძლიათ აღარ იყვნენ კარანტინში. რაც შეეხებათ არავაქცინირებულებს, მათ აქვთ რეკომენდაცია 8 დღე დარჩნენ კარანტინში, და შემდეგ დღეებში გამოიყენონ პირბადე.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში 17 იანვრიდან შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები