მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20,000 ლარიანი გრანტი COVID-19-თან საბრძოლველად სუნთქვის აპარატის შესაქმნელად

5e8b264b627a1
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.20 19:33
2075
24 მარტს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში ახალი, ონლაინ ჰაკათონი - კორონათონი გამოცხადა, რომელზეც სააგენტოს ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, რეკორდული რაოდენობის 350-მდე განაცხადი შევიდა. კორონათონის პრიზის მოცულობა 20 000 ლარს შეაგდენდა და ის გამარჯვებულს -  Edison Tech Solution-ს გადაეცა, რომელმაც COVID-19-თან საბრძოლველად სუნთქვის აპარატი შექმნა.

„სასუნთქი აპარატის ტექნოლოგია, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე წარვადგინეთ 48 საათის განმავლობაში შევქმენით", - ამის შესახებ  კორონათონში გამარჯვებული კომპანია Edison Tech Solution-ის დამფუძნებელმა გივი ბერიძემ BM.GE-ის განუცხადა.

მისი თქმით, სასუნთქი აპარატი სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შექმნეს და მისი საბოლოო დადასტურებული ვერსია 2-3 კვირაში იქნება მზად. გივი ბერიძემ ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ამ იდეის განხორციელებას მანამდე აპირებდა, თუმცა სახელმწიფოს 20 000 გრანტი მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„გამოყენებულია ანგუს პარკის სასუნთქი ბალიშები და ვეცადეთ, რომ თვითღირებულების კუთხით იაფი ყოფილიყო ეს ტექნოლოგია. გამოვიყენეთ ერთი ღვედის პრინციპი, ერთ ძრავზე ვამუშავებთ, ცვლადი არის ეს ბალიშები და წნევის სენსორი, ვაკონტროლებთ წნევის მოცულობას და პირბადესთან გვიყენია წნევის სენსორი, რომ მაქსიმალურად ავიცილით თავიდან ბაროტრავმა. გავლილი გვაქვს კონსულტაცია რეანიმატოლოგებთან და სრული ნორმების დაცვით ვაკეთებთ ამ ტექნოლოგიას.

პირველ ჯერზე მოვიგეთ 20 000 ლარიანი გრანტი და მთელი გუნდი და კომპანია ჩავეხსენით სხვა საქმიანობას და გადავერთეთ ამ სასუნთქი აპარატის წარმოებაზე.

ჩვენ 2-3 კვირაში გვექნება საბოლოო ვერსია და ვგეგმავთ რამდენიმე ცალი აქ დარჩეს, დანარჩენი გავაგზავნოთ იმ ქვეყნებში, სადაც ეს საჭიროა, საბოლოოდ ალბათ ლუგარის ლაბორატორია და NCDC-ი გადაწყვეტს ლიცენზიის საკითხს.

რეალურად ჩვენ ეს გრანტიც, რომ არ აგვეღო ვაპირებდით ამ იდეის ჩვენი რესურსით დაფინანსებას. ამ თანხით ჩვენ შევძლებთ ერთი ცალი სრული საბოლოო ვერსია მივიღოთ. რისთვისაც შეიქმნება 10 ვერსია და აქედან მოხდება მათი გატესტვა და საბოლოო ვერსიაზე შეჯერება.

ჯერ არ ვიცით გვეყოფა თუ არა შემდგომში ეს თანხა პროდუქტის საწარმოებლად რაოდენობაში. ვფიქრობთ, რომ ფინანსური რესურსის ჩადება ჩვენც მოგვიწევს, თუმცა ჯერ არ ვიცით რამდენის“, - განაცხადა კორონათონში გამარჯვებული იდეის ერთ-ერთმა ავტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები