მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2024 წელს GITA-ს განვითარების ახალ კონცეფციას წარმოვადგენთ" - ირაკლი ნადარეიშვილი

ირაკლი ნადარეიშვილი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი GITA-ს განვითარების ახალ კონცეფციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კვლევებისა და განვითარების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება 2024 წელს.

"2023 წელი საეტაპო წელი იყო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს განვითარებაში, 2024 წელს GITA-სა განვითარების ახალ კონცეფციას წარმოვადგენთ, მნიშვნელოვანი აქცენტები იქნება გაკეთებული კვლევებისა და განვითარების მიმართულებით, ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იქნება გაკეთებული იმაზე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და კვლევები უფრო მეტად იყოს იმპლემენტირებული ქართულ ეკონომიკასა და ბიზნესში. სწორედ ამიტომ, ვსწავლობთ საერთაშორისო პრაქტიკას, თანამშრომლობა გვაქვს ისრაელის ეკოსისტემასთან, ისევე როგორც ბრიტანეთის ეკოსისტემასთან, სადაც სპეციალური პროგრამები და ინსტრუმენტებია, ეს შესწავლა აისახება სტარტაპების ხარისხზე და ქართული ეკონომიკის განვითარებაზე", - დასძინა მან.

ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილი IT მიმართულებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით საქართველოში 10 000-ზე მეტი კომპანია მუშაობს.

"რაც შეეხება IT მიმართულებას, ის საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამატებითი ღირებულების შექმნის დარგად ჩამოყალიბდა, 10 000-ზე მეტი, მათ შორის საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი მუშაობს საქართველოში, ისინი ქმნიან და არიან დღეს ქართული ეკოსისტემის ნაწილი და ათასობით საქართველოს მოქალაქე საქმდება და ხდება ამ ინდუსტრიის ნაწილი", - დასძინა მან.

გარდა ამისა, გამართულ სხდომაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მომავალ წელს საინტერესო სიახლეები იქნება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით არა მხოლოდ საგრანტო და ფინანსური ინსტრუმენტების, არამედ საგანმანათლებლო ნაწილშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები