მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის 11 თვეში პიროტექნიკის იმპორტისთვის საქართველოდან $6 მლნ გავიდა

5e15cf3b7f61e
თელარა გელანტია
08.01.20 16:51
1177
2019 წლის 11 თვეში საქართველოდან 5 მლნ 912 ათასი დოლარის პიროტექნიკის იმპორტი განხორციელდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა.

პიროტექნიკაში შედის როგორც - ფეიერვერკები, ისე - სასიგნალო რაკეტები, წვიმის რაკეტები, ნისლსაწინააღმდეგო სიგნალები და სხვა პიროტექნიკური ნაწარმი. საქართველოში ძირითადად, ფეიერვერკების იმპორტი ხორციელდება.

პიროტექნიკა ჩინეთიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, ჰონ-კონგიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ.

ცნობისთვის: 2016 წელს საქართველოში 3.9 მლნ დოლარის პიროტექნიკის იმპორტი განხორციელდა, 2017 წელს - 4 მლნ დოლარის, 2018 წელს კი, 4.3 მლნ დოლარის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები