საავიაციო კვლევითმა ორგანიზაცია Skytrax-მა 2020 წლის საუკეთესო 10 აეროპორტის რეიტინგი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
Skytrax-ის რეიტინგის მიხედვით, ჩამონათვალის სათავეში სინგაპურის Changi Airport-ია, რომელიც უკვე მერვე წელია რეტინგში წამყვან პოზიციას არ თმობს.
ტოკიოს Haneda Airport-მა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო დოჰას Hamad International Airport-ი მესამე ადგილზე აღმოჩნდა. კვლევითმა ორგანიზაციამ რეიტინგი მგზავრების გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა.
Skytrax-ის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილეობა 100 ქვეყნის მომხმარებლებმა მიიღო. მათ მსოფლიოს მასშტაბით 550 აეროპორტი შეაფასეს.
საავიაციო კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო, აეროპორტები 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის თებერვლის პერიოდის მონაცემებით შეფასდნენ.
2020 წლის 10 საუკეთესო აეროპორტის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1. Singapore Changi Airport
2. Tokyo Haneda Airport
3. Hamad International Airport (დოჰა, კატარი)
4. Incheon International Airport (სამხრეთ კორეა)
5. Munich Airport (გერმანია)
6. Hong Kong International Airport
7. Narita International Airport (ტოკიო)
8. Chūbu Centrair International Airport (იაპონია)
9. Amsterdam Schiphol Airport
10. Kansai International Airport (ოსაკა, იაპონია)