მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს HR.GE-ზე განთავსებული ვაკანსიების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა

63bd45771eb77
თათია ჩაფიჩაძე
10.01.23 23:45
565
2022 წელს HR.GE-ზე განთავსებული ვაკანსიების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა
განაცხადა.

მისი თქმით, კადრების დეფიციტის გამო კომპანიები ერთიდაიგივე ვაკანსიებს ორჯერ და სამჯერ ათავსებდნენ. მისივე განმარტებით, შეიცვალა მითითებული პირობების შინაარსიც, რადგან თუ აქამდე დამსაქმებლები ხელფასს თითქმის არასდროს უთითებდნენ, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 5%-დან 29%-მდე გაიზარდა.

„2022 კარგი წელი იყო, დაახლოებით 59 800 განცხადება განვათავსეთ, რაც 2021 წელთან შედარებით 7%-იან ზრდას ნიშნავს. დეკემბერი საკმაოდ პასიური იყო, საახალწლო მზადების გამო ყოველთვის ასეა. სულ 3 600 განცხადება დაიდო, თუმცა სხვა თვეებში საკმაოდ კარგი მატება გვქონდა.
პირველ ადგილზე ისევ გაყიდვებია, რომელსაც მოჰყვება ჰორეკა და საბანკო და საფინანსო სფერო. ხუთეულშია სამედიცინო და აიტი მიმართულება. წლევანდელმა ზამთრის პერიოდმა გაგვაკვირვა იმ მხრივ, რომ კურორტებზე ვაკანსიების დადების მხრივ აქტიურობა ნაკლებად შეინიშნებოდა. ბევრი კომპანია ამბობდა, რომ დამსვენებლები არ ჰყავდათ და დამატებითი კადრები არ სჭირდებათ.

თითქმის ყველა ვაკანსია ხელმეორედ და მესამედაც კი თავსდება ხოლმე, რადგან ვერ პოულობენ კომპანიები საჭირო კადრებს. გაყიდვებშიც კი რამდენჯერმე უწევთ ვაკანსიის დადება გაზრდილი კონკურენციის გამო. წინა წლებში თუ 4-5% იყო ვაკანსიები სადაც ანაზღაურება იყო მითითებული, დღეს უკვე 29%-ია. ბევრი კომპანია განსაკუთრებით რითეილ სექტორი, რომელსაც დიდი კონკურენცია აქვთ, ცდილობენ რომ კადრები გადაიბირონ, მიუთითონ ხელფასიც და ის ბენეფიტებიც რაც კომპანიაშია იმისთვის, რომ აპლიკანტები მარტივად მოხიბლონ,“ - განაცხადა შახბაზიანმა და დასძინა, რომ საიტზე დღიურად 200-300 სამუშაოს მაძიებელი რეგისტრირდება, დღიურად კი საიტზე 24-დან 32 ათასამდე ადამიანი შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები