მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს მობილური ოპერატორების ქსელში 52 000 ნომერი დაპორტირდა

647890277d5f1
BM.GE
01.06.23 19:00
578
ComCom-ის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლებისთვის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ნომრების პორტირების გამარტივების მიზნით, ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის ახალი წესები დაამტკიცა.

განახლებული წესების მიხედვით, მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა მობილური ნომრის პორტირების განაცხადი დისტანციურად, სასურველი ოპერატორის სერვისცენტრში მისვლის გარეშე გააკეთონ და ახალი ოპერატორის სიმ-ბარათი ნებისმიერ მისამართზე მიიღონ. ამასთან ერთად კი, შეეძლებათ შეინარჩუნონ არსებული ნომერი ცვლილების მიუხედავად.

„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში “განხორციელებული ცვლილებები, ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა და ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსის შესაბამისად მომზადდა.

პორტირების ახალი წესები 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2022 წელს კი, მობილური ოპერატორების ქსელში 52 ათასი ნომერი დაპორტირდა, რაც 2021 წელთან შედარებით, 15 ათასი პორტირებული ნომრით მეტია. გასულ წელს, ყველაზე მეტი დაპორტირებული აბონენტი “მაგთიკომის” ქსელში დაფიქსირდა",-წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები