მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2024 წელს ვუმასპინძლებთ 10,5 მლნ მოგზაურს, ეკონომიკა მიიღებს 6 მლრდ დოლარს“ - ქვრივიშვილი

5f956686a2da7
ელენე გოგბერაშვილი
25.10.20 15:47
2535
მმართველი პარტიის 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მომდევნო 4 წლის გეგმაზე ისაუბრა, თუ რას გააკეთებენ ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის.

ქვრივიშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კერძო სექტორის მხარდაჭერას, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა პანდემიის დროს.

„ჩვენი მიზანია ტურიზმის სექტორი აღდგეს სწრაფად, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყანაში ვუმასპინძლოთ მაღალმხარჯველ ტურისტებს. შედეგად 2024 წელს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს 10 მილიონ 500 ათას საერთაშორისო მოგზაურს და ეკონომიაკში მივიღებთ 6 მილიარდ დოლარს.

ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმა გვაქვს როგორ ვაპირებთ ასეთი ამბიციური მიზნის მიღწევას. რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ გავზრდით საშუალო ღამისთევის რაოდენობას, რაც მიაღწევს 7 ღამეს. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან საგრძნობლად გაიზრდება განთავსების ობიექტების ქირავნობაზე მოთხოვნა.

ჩვენ ასევე გავზრდით საშუალოდ ერთ ტურისტზე დანახარჯს, რომელიც გაუტოლდება 700 დოლარს. ამას თავისი პოზიტიური შედეგი ექნება ტურიზმში დასაქმებულებისთვის, ასევე ისეთი მეწარმეებისთვის მათ შორის როგორებიც არიან ფერმერები, ტაქსის მძღოლები და სხვა ადამიანები, რომლებსაც არაპირდაპირი შეხება აქვთ ტურიზმთან"-განაცხადა ქვრივიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები