საქართველოში კორონავირუსი 768-მა ადამიანმა დაამარცხა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი ბოლო 24 საათში 7-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი დღეს 3-ით, 911-მდე გაიზარდა.
განახლებული სტატისტიკა ასეთია:
გარდაცვლილი - 14
კარანტინის რეჟიმში - 2662
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 255
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3




























