მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნები კარგად მართული იყო, მაგრამ ის პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაიმართა - ეუთო/ოდირი

61599189481c3
თამთა ჯიჯავაძე
03.10.21 15:20
807
"2 ოქტომბრის არჩევნები კარგად მართული გახლდათ, მაგრამ ის გაიმართა პოლიტიკური კრიზისის ფონზე", - ამის შესახებ ეუთო/ოდირის დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის შეფასებით, კანდიდატებმა შეძლეს კამპანია თავისუფლად კონკურენტულ გარემოში ჩაეტარებინათ; „თუმცა ეს პერიოდი გამოირჩეოდა ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული ბრალდებებით, რომლებიც უკავშირდებოდა დაშინებას, ხმების მოსყიდვას და ზეწოლას კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე. ზოგადად, სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების მხარდამჭერია, მზადების პროცესი გახლდათ გამჭვირვალე და პროფესიონალურად მართული“, - განაცხადა იონსონმა.

მისივე თქმით, მრავალფეროვანი მედია ლანდშაფტი  მკვეთრად პოლარიზებული იყო.

„ანალიტიკური გაშუქება იყო მცირე და იყო შერჩევითი გაშუქება, რომელმაც მოგვიანებით შეზღუდა ამომრჩეველის შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. ასევე დაშინების შემთხვევები და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები გახლდათ შეშფოთების საგანი“, - განაცხადა ეუთო/ოდირის დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები