მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი იპოთეკური სესხები და თბილისის საცხოვრებელი ქონების ტრანზაქციები გაზრდილია - TBC Capital

62da6da044772
ვიქტორია მღებრიშვილი
22.07.22 13:41
771
„თიბისი კაპიტალის“ აღდგენის განახლებული დინამიკის მიხედვით, იპოთეკური სესხების გაცემის კუთხით, გასული კვირის დადებითი ტენდენცია ივლისის მეორე კვირაშიც გრძელდება.

მათი მონაცემებით, თიბისი არხების საშუალებით გაცემული ახალი იპოთეკური სესხები და თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები გაზრდილია.

„2022 წლის 1-14 ივლისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა გაუმჯობესდა და 2021 წელთან შედარებით 11% შეადგინა.

ამავე პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ი შეადგინა“, - ნათქვამია "თიბისი კაპიტალის“ განახლებულ მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები