
კვლევის შედეგების მიხედვით, მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში. აღსანიშნავია ვაჭრობის სექტორი, სადაც მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 10.7 ქულით არის გაზრდილი. აღნიშნულს, შესაძლოა განაპირობებდეს სექტორში მოსალოდნელი გაყიდვების ზრდა, რასაც გამოკითხული კომპანიების 72% ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2022 წლის მეოთხე და 2023 წლის პირველ კვარტლებში კომპანიების 48%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც სექტორულად თუ განვიხილავთ, უმეტესად ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა.