მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BusinessInsider: მდიდარი რუსები ფლორიდაში უძრავი ქონების გაყიდვას არ ჩქარობენ - როგორ იმოქმედებს სანქციები მათზე?

6236e3a0ea181
მარიამ ადამია
20.03.22 14:02
642

მაიამის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ Sunny Isles Beach-ს, რომელიც 1.5 მილის (2.5 კმ-ის) სიგრძეზეა გადაჭიმული, მდიდარი რუსი ემიგრანტების სიმრავლის გამო, "პატარა მოსკოვს" ეძახიან. ისინი ტერიტორიაზე ათწლეულის წინ დასახლდნენ და მეტიც ფული უძრავ ქონებაში ჩადეს. სტატისტიკურად, ფლორიდანში, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე მეტი ქონება რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, თუმცა ახლა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის გამო, დაწესებული სანქციები მათი ცხოვრების წესს საფრთხეს უქმნის.

რუსული ელიტის ნაწილი წუხს, რომ მათი ფული შესაძლოა შავ სიაში მოხვდეს, მაგრამ ე.წ. „პატარა მოსკოვში“ ელიტა, გადაწყვეტილებების მიღებას ჯერ  არ ჩქარობს და მათ ჯერ ისიც არ აქვთ გარკვეული, თუ რა კუთხით შეეხებათ სანქციები, ან შეეხებათ თუ არა საერთოდ.

გამოცემა BusinessInsider, ONE Sotheby's International Realty-ს აგენტს ალექსანდრა პიტერს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ჯერჯერობით უძრავი ქონების ბაზარზე  ყიდვა-გაყიდვის ახალი ტენდენციები არ დაფიქსირებულა და მდიდარი რუსები ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან.

 „თავდაპირველად Sunny Isles Beach, თავისუფლების ადგილი იყო მათთვის, ვინც კომუნიზმს გამოექცა, მაგრამ მალევე გახდა ფულის დახარჯვისა და ინვესტიციის ჩადების შესაძლებლობა რუსებისთვის. ამიტომ მათ მასიურად დაიწყეს უძრავი ქონების შეძენა, რომელთა გაყიდვასაც ჯერ არ ჩქარობენ, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში აქტივების ჩამორთმევა შეიძლება, იურიდიულად მთავრობისთვის თავის ტკივილი გახდეს, თავად რუსებს ბანკში ნაღდი ფულის შეტანას ქონების შენახვა ურჩევიათ“, - განაცხადა პიტერსმა.

სამაგიეროდ, სააგენტოებში უკვე ფიქსირდება უძრავი ქონების პოტენციური მყიდველების ზარები, რომლებიც რუსების მხრიდან ქონების დაბალ ფასად გაყიდვას ელიან.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები