მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი აშშ-ის მიმართულებით დიზელის პირველ პარტიას ხვალ გაგზავნის

რუსული ნავთობი

აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით დიზელის პირველ პარტიას მომდევნო 24 საათში გაგზავნის.

40,000 ტონა საწვავით დატვირთული პირველი ტანკერი დანიშნულების ადგილისკენ ხვალ, ანუ ხუთშაბათს გაემგზავრება.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი ამერიკული მხარის მოთხოვნებს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში დააკმაყოფილებს და შეთანხმებული მოცულობის ჯეროვნად მიწოდებას უზრუნველყოფს.

პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში ამერიკელ სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს უმასპინძლა. მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთის ლიდერს საექსპორტო შეზღუდვების მოხსნისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გლობალურ ბაზარზე გაამახვილა და განაცხადა, რომ შეთანხმების წყალობით დიზელის საერთაშორისო ფასები შემცირდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში რუსეთი ეტაპობრივად მილიონობით ტონა საწვავის ექსპორტს გეგმავს. დონალდ ტრამპის განცხადებით, საწყის ეტაპზე გლობალურ ბაზარზე 300,000 ტონა დიზელი დაუყოვნებლივ გავა. მომდევნო ეტაპზე, ნოემბერში ეს მოცულობა 500,000 ტონამდე გაიზრდება, ხოლო მოგვიანებით მიწოდება დამატებით 1 მილიონი ტონით განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები