მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის გაუჩინარებული საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

64bfce166a979
მარიამ ვარადაშვილი
25.07.23 17:27
1072
ჩინეთის მთავრობამ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც რამდენიმე კვირაა გაუჩინარებულია, თანამდებობიდან გადააყენა. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ცინ განი ვანგ ით ჩაანაცვლეს, რომელიც ამ პოსტს 2013-2022 წლებში იკავებდა.

სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი მინისტრის გადაყენების მიზეზებზე. ამას წინ უძღოდა ჩინეთის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის ნაჩქარევი სხდომა.

57 წლის განი კარიერული დიპლომატია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის სი ძინპინის ნდობით აღჭურვილ პირად მიიჩნეოდა. ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გასული წლის დეკემბერში დაინიშნა.

როგორც CNN წერს, უკვე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა საკვანძო როლი ითამაშა აშშ-ჩინეთის ურთიერთობის სტაბილიზაციასა და კომუნიკაციის აღდგენაში, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტის ჩათვლით, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში შედგა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლოს საჯაროდ 25 ივნისს გამოჩნდა, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს მასპინძლობდა პეკინში, რომლის ვიზიტიც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” სამხედრო ამბოხიდან მალევე შედგა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები