მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი რეკომენდაციაა, ზაფხულში კონფერენციებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილები დაუშვან - გამყრელიძე

60e447a58cf94
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.21 16:40
937
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში დელტა შტამის გავრცელების რისკის გამო მოქალაქეებმა ის რეკომენდაციები, რაც ძალაშია, უნდა შეასრულონ.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პირბადის ტარება არამხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეებშიც კარგი იქნებოდა.

„დელტა შტამის ცირკულაცია იმატებს და არსებული პროგნოზებით ის მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დარჩა, რომ ყველგან დახურულ და ღია სივრცეებში, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, ვატაროთ პირბადე; ასევე თუ არ შეგაწუხებთ, გარეთაც უნდა ატაროთ პირბადე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის საშუალება და ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ, თუმცა უარი უნდა ვთქვათ დიდ შეხვედრებზე“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოზე კონფერენციებზე დასწრების რეკომენდაციებიც გააჟღერა.

„თუ ზაფხულში იქნება კონფერენციები, შეკრებები, იქ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან; სასტუმროებში იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემო იყოს, მნიშვნელოვანია, სასტუმროს პერსონალი იყოს ორჯერადად აცრილი და სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც შეკრება ტარდება, აუცილებლად იყვნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები. ჩვენ თუ გვინდა ეპიდსიტუაცია არ გართულდეს, მოსახლეობა მასობრივად უნდა აიცრას“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები