მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის სექტორების უმეტესობა წელს 2019 წლის შედეგებს გადააჭარბებს - TBC Capital

614d8b09d2d29
შოთა ტყეშელაშვილი
24.09.21 15:00
716
TBC Capital-მა ახალი მაკროსექტორული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის დინამიკას აფასებს. ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის სექტორების უმეტესობა წელს ჯამურად 2019 წლის შედეგებს გადააჭარბებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ცალკეულ სექტორებში - მათ შორის FMCG (სურსათის და სწრაფი მოხმარების ვაჭრობის სექტორის), ასევე ფარმაციასა და ჯანდაცვაში ბრუნვა 2019 წლის მაჩვენებელს 10%-ზე მეტად გადააჭარბებს.

ენერგეტიკის, დეველოპმენტის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორში კი ზრდა 10%-ზე მცირე იქნება.

ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სექტორები, HORECA, კომერციული უძრავი ქონება, 2021 წელს ვერ დაუბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულებს.

“ლარში სექტორული ბრუნვების ზრდის მთავარი განმაპირობებელია, როგორც რეალური მოხმარება, ისე ფასების ზრდა,”- ნათქვამია ანგარიშში, შესაბამისად რეკორდულად მაღალი ინფლაცია არაერთ სექტორში ბრუნვის მატების მიზეზია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები