მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელკომერციის პლატფორმა “eCommerce 360“-ის პრეზენტაცია გაიმართა

6371ce561fc85
BM.GE
14.11.22 09:20
858
ქართული წამყვანი IT პლატფორმების შემქმნელმა კომპანია Lemondo-მ მომხმარებელს ელ.კომერციის პლატფორმა “eCommerce 360“ წარუდგინა.

“eCommerce 360” არის მაღალტექნოლოგიური, სრულყოფილი ელ.კომერციის პლატფორმა ბიზნესებისთვის, რაც აერთიანებს ეფექტურ ონლაინ მაღაზიას, მობილურ აპლიკაციებს, უნივერსალურ ონლაინ გადახდებს და სწრაფი საკურიერო მიწოდების გადაწყვეტილებებს. იგი სრულად ფარავს ელ.კომერციის ბიზნეს პროცესებს: გაყიდვიდან დაწყებული მომხმარებლამდე მიტანით დასრულებული, სწორედ ამიტომაც ჰქვია “eCommerce 360“.

პროდუქტის შემუშავებაში Lemondo-ს პარტნიორები არიან გადახდების სფეროში - საერთაშორისო ფინტექ სტარტაპი PAYZE, რომელიც საქართველოში შეიქმნა, ხოლო მიწოდების ნაწილში - QuickShipper (QSHPR.com) ქართული კურიერების სამართავი სტარტაპი,რომელიც 500 Global-ის ქართულ აქსელერატორში მოხვდა და სწრაფი ტემპებით ემზადება პროდუქტის ერთდროულად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დანერგვისთვის.

იკომ360-ის პრეზენტაცია წარმოადგენს სამი წარმატებული IT პროდუქტის ნაკრებს, რაც ერთმანეთში ინტეგრაციით ელ.კომერციის სრულფასოვან გადაწყვეტილებას ქმნის.

პროდუქტი არის software პლატფორმა, რაც მას ხდის უნივერსალურს.

ის ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში არსებული ბიზნესისთვის, ვინც გეგმავს ელ.კომერციაში შესვლას ან სურვილი აქვს უკვე არსებული პლატფორმა გააუმჯობესოს.

“იკომერსი დღეს ბევრად განსხვავდება იმისგან, რაც იყო 10 წლის წინ. აჩქარდა პროცესები და ელ. გაყიდვების წილობრივ ზრდასთან ერთად, გაიზარდა მომხმარებლებისგან მოლოდინებიც. დღეს მომხმარებლების 70%-ს ურჩევნია ტრანზაქცია მობილური ტელეფონით განახორციელოს. დესკტოპ ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციებს თუ შევადარებთ, თითქმის 5-ჯერ მეტი ტრანზაქცია სრულდება მობილური აპლიკაციით.


მიტანის დრო 2-3 დღე აღარ აკმაყოფილებს მომხმარებელს და იმავე დღეს მიტანა სურს, რაც ახალ ლოჯისტიკური ამოცანების გადაჭრას მოითხოვს ბიზნესებისთვის. გადახდის მეთოდები უნდა იყოს უნივერსალური, მარტივი და მობილურის ერთი დანათებით ხდებოდეს ბარათის მონაცემების შეყვანა", - აცხადებს ლევან კილაძე, ”ლემონდუ გროუს” თანადამფუძნებელი.

“eCommerce 360” მისი უნივერსალურობით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაციფრულებას, რაც მნიშვნელოვანია ელ.კომერციის განვითარებისთვის. იგი დაეხმარება კომპანიებს მარტივად მოახდინონ ციფრული ტრანსფორმაცია და მიიღონ ყველა საჭირო ტექნიკური ინსტრუმენტი, რაც საჭიროა თანამედროვე და ეფექტური ელ.კომერციის დანერგვისთვის.

“პლატფორმის დეველოპმენტის საწყის ეტაპზევე შევისწავლეთ მომხმარებლების წინაშე არსებული პრობლემები და მათი საჭიროებები, რაზე კონცენტრირებითაც შევქმენით პროდუქტი ecommerce 360.
ჩვენ მომხმარებლებად აღვიქვამთ როგორც ჩვენს პირდაპირ პარტნიორებს, ონლაინ ბიზნესებს, ასევე მათ საბოლოო მომხმარებლებს. მომხმარებლის ტიპი: ბიზნესი, რომელსაც ვუნერგავთ ჩვენს პროდუქტს და საბოლოო ბიზნესის მომხმარებელი, რომელიც უკვეთს ჩვენი პროგრამის დახმარებით ჩვენი მიზანი იყო და არის ორივე მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ზრდა, რასაც ვფიქრობ “eCommerce 360” წარმატებით წყვეტს", - სოსო გეგეჭკორი, “იკომ360”-ის დამფუძნებელი დირექტორი.

ელ.კომერციის პლატფორმის “eCommerce 360“ პრეზენტაციის ღონისძიების მხარდამხარ იყო წამყვანი გლობალური გადახდების და ტექნოლოგიების კომპანია Mastercard.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები