მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ემსიბი ჯორჯია“ GOLDEN BRAND 2021-ის გამარჯვებულია

62bb24cbd4690
BM.GE
29.06.22 10:15
968
კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“, რომელიც ადგილობრივი წარმოების პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზებას „მადამ დეს“ ბრენდით ახდენს, GOLDEN BRAND 2021-ის პურ-ფუნთუშეულისა და სხვა საკონდიტრო კვების პროდუქტების წარმოების ჯილდო გადაეცა.

აღსანიშნია, რომ დაჯილდოების ცერემონიალი ყოველწლიურად იმართება და GOLDEN BRAND-ი სხვადასხვა კატეგორიაში 50-მდე გამარჯვებულ ბრენდს ასახელებს.

„ემსიბი ჯორჯია“ საქართველოს ბაზარზე ოპერირების 23-წლიანი ისტორია აქვს, რომელის 1999 წლიდან იწყება. კომპანია ამიერკავკასიის სამივე ქვეყანაში-საქართველოში და აზერბაიჯანსა მსოფლიოს უდიდესი სწრაფი კვების კომპანია "მაკდონალდსის" რესტორნების ქსელის პურ-ფუნთუშეული პროდუქციით მომარაგების მიზნით შეიქმნა. ასორტიმენტი შედგება სხვადასხვა სახის პროდუქტისგან, როგორიცაა ჰამბურგერი, ბიგ-მაკი, როიალ-ბანი, სენდვიჩი, ჰოთ-დოგი, ბიგ-თეისტი, ბლითი, მინი-ბაგეტი, ორცხობილა, ტკბილი და ფენოვანი ფუნთუშები.

მან ოპერირება ამერიკულ კორპორაცია EAST BALT Inc.-თან პარტნიორობითა და მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო.

„ემისბი ჯორჯია“ საქართველოში მოქმედ საცალო სავაჭრო ქსელებთან პარტნიორობის საფუძველზე, ასევე „ჰორეკა“ სისტემის სხვადასხვა ობიექტებთან თანამშრომლობით ოპერირებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ საცალო ვაჭრობის ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან: „ნიკორა“, „კარფური“, „გუდვილი“, „ფუდმარტი“, „სმარტი“, “ფრესკო“, „ორი ნაბიჯი“ და სხვა ქსელური თუ არაქსელური მაღაზიები.

კომპანია ყოველწლიურად ხარისხისა და პროდუქციის უსაფრთხოების აუდიტს გადის, რომელსაც საერთაშორისო სერტიფიკაციის აუდიტორული კომპანიები: “AIB International და “Bureau Veritas” ატარებენ. ამასთან, კომპანიაში დანერგილია და მოქმედებს პროდუქტების უსაფრთხოების „რისკების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის“ სისტემა HACCP. საწარმო მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, რაც გამოიხატება ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების დანერგვაში, მათი უმაღლესი ხარისხის დაცვასა და კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.

„ემისბი ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ დღეისთვის კომპანიაში ახალი პროექტი მუშავდება, რომლის ფარგლებშიც ივლისის ბოლოსთვის რამდენიმე ახალი დანადგარის ჩამოტანა, სახის ახალი პროდუქტის დანერგვა და საქართველოს სარეალიზაციო ქსელში გაშვებასთან ერთად, ამიერკავკასიის ქვეყნებში ექსპორტზე გატანა იგეგმება.

®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები