EU4Energy-ის განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰარალდ პროიდლი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ევროპაში შექმნილი კრიზისის „გამოყენება“, უკვე არსებული რეფორმების დაჩქარება და ენერგოსისტემის მდგრადობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან bm.ge-ს საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
„უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგოკრიზისი ზოგიერთ ქვეყანას მეტად შეეხო, ზოგიერთს - ნაკლებად, მაგრამ ის მაინც ყველას შეეხო. საქართველოსთვის ეს არის შანსი, როგორც ბაზრის განვითარებისთვის, ასევე განახლებად ენერგიაზე გადასვლის ტემპის დასაჩქარებლად. ენერგოკრიზისი მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე აისახება, რომლებიც ხვდებიან, რომ ენერგიის ქვეყნის შიგნით წარმოება და იმპორტის შემცირება - კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ამგვარად, ეს ბიძგია, როგორც განახლებადი ენერგიის, ასევე ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ამ მდგომარეობის გამოყენება, უკვე არსებული რეფორმების დაჩქარება და ენერგოსისტემის მდგრადობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჰარალდ პროიდლიმ.




























