მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრენებთან დაკავშირებით, არც ერთ ჩვენს პარტნიორს კითხვა არ დავუტოვეთ - ღარიბაშვილი

649ef4395b276
BM.GE
30.06.23 19:20
393
ფრენებთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ არსებობს, ჩვენ ვუთხარით, რომ არ დავუშვებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, არ დავუშვებთ სანქცირებულ კომპანიებს. რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ კითხვები არ აქვთ ამ ადამიანებს. ჩვენ სუფთად ვმუშაობთ, გამჭვირვალედ და არავითარ კითხვებს არ ვტოვებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ არ დაუტოვა კითხვა არც ერთ მის პარტნიორს.

"ფრენებზე არავითარი კითხვა არა გვაქვს, არ დავუტოვეთ კითხვა არც ერთს,  ჩვენს პარტნიორს, ჩვენ ღიად ვუთხარით მათ.  ამიტომ, მეგობრებო, ფრენებთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ არსებობს, ჩვენ ვუთხარით, რომ არ დავუშვებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, არ დავუშვებთ სანქცირებულ კომპანიებს. რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ კითხვები არ აქვთ ამ ადამიანებს.

ჩვენ სუფთად ვმუშაობთ, გამჭვირვალედ და არავითარ კითხვებს არ ვტოვებთ. 2019 წელს, თქვენ კარგად ახსენეთ, როცა შეზღუდა და გააჩერა ფრენები რუსეთმა ცალმხრივად, მაშინ ბევრი მოუწოდებდა რუსეთს რომ მოეხსნა ეს შეზღუდვა - ამის თაობაზე იყო საუბრები, მათ შორის ევროპიდან და სხვა ელჩებისგანაც“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები