მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი კომპანია Stena Line-ს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

63c69fd0595ca
BM.GE
17.01.23 17:20
469
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედური გადამზიდავი კომპანიის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბორნე ოპერატორი კომპანიის - Stena Line-ს აღმასრულებელ დირექტორს ნიკლას მარტენსონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ღარიბაშვილმა ნიკლას მარტენსონს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს. უწყების ცნობითვე, მთავრობის მეთაურმა Stena Line-ს აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად საქართველოში მოიწვია.

“ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან ნიკლას მარტენსონთან. საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოს პორტების გავლით საქონლის საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხელშესაწყობად”, - წერს ღარიბაშვილი ტვიტერზე.

შვედური გადამზიდავი კომპანია - Stena Line ოპერირებს დანიაში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ლატვიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, პოლონეთსა და შვედეთში. კომპანიის შემოსავალი 407,5 მილიონ დოლარს შეადგენს და 37 გემს ატარებს ევროპის ცხრა ქვეყანას შორის 17 საბორნე მარშრუტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები