მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კამპანია აწარმოეს - მაპს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხეო და მივიღეთ უბედურება - ღარიბაშვილი NATO-ზე

649ee3830b6db
BM.GE
30.06.23 18:13
582
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვირჩევთ სტრატეგიული მოთმინების გზას და პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. ვნახეთ, რომ ბოლო 10 წელია ამ პოლიტიკამ, ამ პრაგმატულმა, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილმა, ორიენტირებულმა პოლიტიკამ, კონკრეტული შედეგი მოიტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთადერთი შემთხვევაა არსებული ხელისუფლების მმართველობის დროს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები და ომი არ ჰქონია.

„ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად რატომ იყო ამხელა აჟიოტაჟი, თუმცა გასაგებია ჩემთვის, საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო. თქვენც განმარტეთ ქალბატონო ნინო და მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ბატონმა მაკრონმა სწორედ ეს თქვა, რომ საქართველოს და უკრაინას მიეცათ პერსპექტივა ნატოში გაწევრიანების, ყოველგვარი გარანტიების გარეშე და თქვა რომ, ეს დასრულდა აგრესიით ორივე ქვეყნის მიმართ. ეს ბატონი მაკრონის სიტყვებია. ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ უკრაინა დაისაჯა იმის გამო, რომ მას ჰქონდა სურვილი, თუ აქვს სურვილი რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მეც თითქმის იგივე ვთქვი, რომ მას აქვს სურვილ გახდეს ნატოს წევრი, იგივე ნატო, ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე.

გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, თუმცა სხვა თემა რომ არ დარჩენიათ, რაღაცაზე ხომ უნდა ეხმაურათ, შემდეგ ვიღაცები დაიხმარეს გარედან და შემდეგ არაფრისგან შექმნეს აჟიოტაჟი, არაფრისგან. მე რაიმე ახალი ვთქვი თუ რა? რაიმე ახალი გითხარით რაც არ იცით?

დღეს ქვეყანას არავითარი უსაფრთხოების გარანტიები არ გააჩნია, არავითარი, ნული. ჩვენ გვეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ბედი და ჩვენ განვკარგავთ ჩვენი ქვეყნის ბედს და მათ შორის უსაფრთხოებასაც ჩვენ ვუვლით, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. დღეს რაც ვიცით, ერთადერთი გარანტიების მიმცემი ორგანიზაცია არის ნატო, რომლის წევრი არ ვართ და არც ევროკავშირის წევრი არ ვართ, ჯერჯერობით. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც არის, ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული უცხო ქვეყნის ჯარები, საოკუპაციო ძალები, ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%, მეგობრებო.

ეს არის დიდი გამოწვევა. ამ ვითარებაში მთავრობამ რა უნდა გააკეთოს, მითუმეტეს ამ ფონზე, რაც ხდება უკრაინაში, 20 % განადგურებულია საერთოდ მთელი ტერიტორიის, გასწორებულია მიწასთან საერთოდ და ოკუპირებულია უკვე უკრაინის ტერიტორია 20%, და ომი არ ჭირდება. ყველა გონიერი და პატრიოტი ხელისუფალი მოიქცეოდა ისე, რომ გამოიჩინოს სტრატეგიული მოთმინებაც და გონიერება, რომ ქვეყანას აარიდოს მორიგი დამანგრეველი ომი და ოკუპაცია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვირჩევთ სტრატეგიული მოთმინების გზას და პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. ვნახეთ, რომ ბოლო 10 წელია ამ პოლიტიკამ, ამ პრაგმატულმა, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილმა, ორიენტირებულმა პოლიტიკამ, კონკრეტული შედეგი მოიტანა. ერთადერთი შემთხვევაა მეგობრებო, ჩენი მმართველობის დროს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ჰქონია ომი, არ ჰქონია არავითარი სერიოზული კონფლიქტი. ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა. მადლობა ღმერთს, ამას ხომ უნდა გაფრთხილება, შენარჩუნება და კიდევ უფრო გამყარება.

შესაბამისად, კითხვები დაიცვა ნატოს სამიტთან დაკავშირებით, მე მინდა ვთქვა რომ მოახლოებულ ნატოს სამიტზე ვიქნებით წარმოდგენილი, საქართველო იქნება წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით და ვნახოთ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც.

ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისე როგორც მათ გააჩინეს. გახსოვთ ალბათ მაპის თაობაზე, მთელი კამპანია აწარმოეს, რომ მაპს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც მაპი ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს, აი მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ვერ აირიდეს თავიდან აი ეს დიდი პროვოკაცია.

ჩვენ ასევე მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები, სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ნატოს გენ. მდივნის და სხვათა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში, ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯი. ასე რომ ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ, სიმშვიდე გვჭირდება მეგობრებო და გონიერება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერმა.